თბილისში გზების შეკეთებაზე 4 მლნ ლარამდე დაიხარჯება

დედაქალაქში გზების შეკეთებაზე 4 მლნ ლარამდე დაიხარჯება. გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს დაიწყება და 29 ოქტომბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 3 999 794 ლარია.

სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადად მათი დასრულებიდან 3 წელია განსაზღვრული.