კორპორაცია Facebook-მა ორი მოწყობილობა სმარტ-დინამიკი Portal და Portal+ წარადგინა.
მოწყობილობები, როგორც კომპანია იტყობინება, განკუთვნილია ვიდეოკავშირით სალაპარაკოდ, რომელიც მუშაობს ჩვეულებრივი Messenger-ით და პერსონალური ინფორმაციის დაცვისთვის განკუთვნილი რამდენიმე ფუნქცია გააჩნია.
Portal-ის დისპლეის დიაგონალი 10 დიუიმია, ხოლო Portal+-ის 15,6 დიუიმი. Facebook-ში ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ მოწყობილობის პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას იძლევა განვსაზღვროთ, რამდენი ადამიანი იმყოფება ოთახში საუბრის დროს და მოვახდინოთ კამერით მათზე ფოკუსირება. ამასთან, საუბრის დროს მოწყობილობის მიკროფონები მოლაპარაკის ხმის აწევას ახერხებენ მაშინაც კი, თუ ის გადაადგილდება. ჯგუფური ზარებისთვის კი ერთდროულად 7 მოწყობილობის ჩართვაა შესაძლებელი.
კოკა კვირკველია