10 ოქტომბერს დასაქმების ფორუმი გაიმართება, რომელზეც 25-მდე დამსაქმებელი 2000-ზე მეტი ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი

კრწანისის რაიონის გამგებლის, ლევან ჯაფარიძის ინიციატივით, 10 ოქტომბერს, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობითა და „საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA”-ს ჩართულობით დასაქმების ფორუმი გაიმართება.

დასაქმების ფორუმი „საქართველოს ბიზნესის აკადემიაში გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღონისძების ორგანიზატორებმა აცნობეს, დასაქმების ფორუმზე 25 -მდე დამსაქმებელი შრომის ბაზარზე 2000-ზე მეტი აქტიური ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი.

მათივე ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს, ამავდროულად, მათ მიეწოდებათ ინფორმაცია, ყველა იმ პროგრამისა და სერვისების შესახებ, რასაც სოციალური მომსახურების სააგენტო ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

ანალოგიური ფორუმები, თბილისის მასშტაბით, მიმდინარე წელს უკვე ჩატარდა ჩუღურეთის, ნაძალადევის, ისნის, ვაკის, გლდანის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში. დასაქმების ფორუმში შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge - ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები მიიღებენ მონაწილეობას.

ფორუმი 14:00 საათზე დაიწყება და ორ საათს გაგრძელდება.