რამდენი მრჩეველი ჰყავს პრემიერ-მინისტრს?

ზოგიერთი მინისტრის მსგავსად მრჩევლები ჰყავს პრემიერ-მინისტრსაც.მთავრობის ადმინისტრაციიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, მამუკა ბახტაძეს 3 მრჩეველი ჰყავს.

მინიტრების მრჩევლების შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ რამდენიმე დღის წინ წერდა. როგორც აღმოჩნდა, მინისტრების უმრავლესობას აღნიშნული შტატი გაუქმებული აქვს. მრჩევლები ჰყავთ ეკონომიკის მინისტრს გიორგი ქობულიას (1 მრჩეველი), ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს (3 მრჩეველი).

ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მრჩევლებს სახელი გადაერქვა და კონსულტანტი ეწოდა. ხოლო დანარჩენ მინისტრებს მრჩევლები აღარ ჰყავთ.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, მისი მრჩევლების შესახებ ინფორმაციის მისაღებად „ბიზნესპრესნიუსმა“ მთავრობის ადმინისტრაციას ოფიციალურად მიმართა. წერილის საპასუხოდ, უწყებაში განმარტავენ, რომ მამუკა ბახტაძეს 3 მრჩეველი ჰყავს: 1. სოფლისა და სოფლის მიეურნეობის განვითარების საკითხებში; 2. განათლების საკითხებში; 2. რეგიონალურ საკითხებში.

„ბიზნესპრესნიუსი“ ჯერ ისევ ელოდება შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლების შესახებ ინფორმაციას, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ნინი ქეთელაური