ბოლო პერიოდში „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელის ზაზა ოქუაშვილის, ტელეკომანია „რუსთავი2“-ისა და „იბერიის“ და მიერ ვანო ჩხარტიშვილზე გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების ავტენტურობის დასადგენად მე მივმართე ლონდონის 2 ცნობილ საექსპერტო ბიუროს, რომელთა სანდოობა და ავტორიტეტი საყოველთაოდაა აღიარებული გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპაში.წინა კვირას ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ ლონდონის ექსპერტიზის ბიუროს „აუდიო ფორენზიქ სერვისიზის“ (Audio Forensic Services) 2018 წლის 1 ოქტომბრის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ბოლო პერიოდში ტელეეთერებით ვანო ჩხარტიშვილზე გავრცელებული სამივე ფარული აუდიოჩანაწერი ხელით არის მანიპულირებული, გადაკეთებული ან დამონტაჟებული და რომ სამივე ჩანაწერი იძლევა ძალზე მყარ საფუძველს იმის სათქმელად, რომ აუდიო-ჩანაწერებზე აღინიშნება წყვეტა. უფრო მეტიც, ერთ-ერთ 2.06 წუთიან ჩანაწერში, აღინიშნება 8 სხვადასხვა ჩანაწერის გამოყენება და 6 მონტაჟი.
ახლახანს ჩვენ მივიღეთ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ლონდონის საექსპერტო ბიუროს დილიჯენსის ( Diligence ) დასკვნა. აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელთა შორის ამერიკის ფერალური საგამოძიებო ბიუროსა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი ბატონი უილიამ უებსტერია. დილიჯენსის 2018 წლის 3 ოქტომბრის ექსპერტიზის შედეგები პირველი დასკვნის იდენტურია და ხაზგასმულია, რომ ამ ექსპერტიზით არაორაზროვნად დასტურდება ის გარემოება, რომ აუდიო-ჩანაწერ(ებ)ში არსებობს წყვეტა და 3 აუდიო ჩანაწერის ექსპერტიზის ჩატარების შედეგად აღმოჩენილია 12 ანომალია.
მე დღეს არასამთავრობო სექტორს გავაცანი აღნიშნული დასკვნები და ვთხოვე მათ, რათა შეაფასონ ტელეკომპანიების მხრიდან დამონტაჟებული და ფალსიფიცირებული მასალების გამიზნულად გავრცელების აღმაშფოთებელი ფაქტები.
მე ასევე მივმართე „რუსთავი2“-ს და ტელეკომპანია „იბერიას“, რომ შეწყვიტონ ყალბი და დამონტაჟებული ფარული ჩანაწერების მეშვეობით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც ლახავს მის რეპუტაციას და არის დამაზიანებელი მისი საქმიანობისთვის. ჩვენ უკვე მივმართეთ ლონდონის ერთ-ერთ წამყვან აუდიტორულ კომპანიას, რათა მან დაადგინოს ამ უსაფუძვლო და ცილისმწამებლური კამპანიისაგან მიღებული ზარალის ოდენობა.
სასამართლო დავას ჩვენ დავიწყებთ არა მარტო ამ ტელეკომპანოების, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მათი ხელმძღვანელების: ნიკა გვარამიასა და ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ.
ლონდონის ორივე საექსპერტო ბიუროს ექსპერტები მზად არიან დაესწრონ ჩვენს მიერ ინიცენირებულ სასამართლო პროცესებს და დადასტურონ ჩვენი სიმართლე.
ასევე ვაფრთხილებთ ზაზა ოქუაშვილს, რომელმაც საფრანგეთიდან საექსპერტო ბიუროს დასკვნის პრეზენტაცი დაანონსა, ექსპერტიზისთვის განსხვავებული მასალის თუ ვერსიის მიწოდების და ,შესაბამისად, განსხვავებული დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, მასალების გაყალბებისთვის მას პასუხისმგებლობა საფრანგეთის სამართლებრივ სივრცეში მოუწევს.
მე ვაპირებ ასევე, რომ ლონდონის ორივე საექსპერტო ბიუროს დასკვნა გასაცნობად მივაწოდო საქართველოში დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის საელჩოებს.
წინა კვირას ჩვენ გამოვაქვეყნეთ ლონდონის ექსპერტიზის ბიუროს „აუდიო ფორენზიქ სერვისიზის“ (Audio Forensic Services) 2018 წლის 1 ოქტომბრის დასკვნა. ამჯერად, საზოგადოებას ვთავაზობთ ლონდონის ექსპერტზის ბიუროს დილიჯენსის( Diligence ) 3 ოქტომბრის დასკვნას, მის ნოტარიულად დამოწმებულ თარგმანს და მასალას საექსპერტო კომპანიის დამფუძნებლებისა და საქმიანობის შესახებ.
ზაზა ხატიაშვილი
ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი
იხილეთ საექსპორტო ბიუროს დასკვნა ქართულ ენაზე
იხილეთ საექსპერტო ბიუროს დასკვნა ინგლისურ ენაზე
(R)