პალიტრის აკადემიამ თემაზე „ეფექტური გაყიდვები და მომსახურება“ ტრეინინგი ჩაატარა

კომპანია „ინვეტი”-ს ორგანიზებითა და პროექტის „მოლი კახეთში“ მხარდაჭერით 6 ოქტომბერს პალიტრის აკადემიამ თემაზე „ეფექტური გაყიდვები და მომსახურება“ ტრეინინგი ჩაატარა.

ტრეინინგს აკადემიის ტრენერი/ფსიქოლოგი ნინო ბუაძე უძღვებოდა.

ტრენინგის მთავარ მიზანს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, პოზიტიური კომუნიკაციის ეფექტურობისა და გაყიდვების ზოგადი პრინციპების შესახებ ინფორმაციის გაზიარება წარმოადგენდა.

ტრეინინგს ესწრებოდნენ, როგორც კომპანია „ინვეტი“-ს თანამშრომლები, ასევე „ინვეტ ჯგუფის“ პარტნიორები და მომხმარებლები.

ტრენინგის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს სერთიფიკატი გადაეცა.