სასოფლო-სამეურნეო დანიშულების მიწის ტერიტორიაზე, ნიადაგის დაცვის მიზნით, ქარსაფარი ზოლები გაკეთდება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ აგრარულ საკითხთა კომიტეტში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ინიციატივის ავტორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა.
კითხვაზე, უშუალოდ ვისი ვალდებულება იქნება ქარსაფარი ზოლების აღდგენა და მოწყობა, კომიტეტში პასუხობენ, რომ კანონპროექტი ჯერ ისევ დამუშავების პროცესშია და ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
„ეს არის კანონპროექტი „ქარასაფარი მინდორ დაცვითი ზოლების შესახებ“, რაც გულისხმობს ქარსაფარის აღდენა-გაშენებას. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქარსაფარის რეგულირების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია სასაფლო-სამეურნეო დანიშნულების წარმოების ზრდის, ასევე, გარმოს დაცვის კუთხით. ნიადაგს დაიცავს განადგურებისა და დეგრადაციისგან. კანონპროექტი შემუშავებულია, თუმცა მიმდინარეობს მისი სრულყოფა და მისი განხილვა სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე მოხდება“,-აცხადებენ აგრარულ საკითხთა კომიტეტში.