ამერიკული ტრანსნაციონალური კომპანია Procter & Gamble გათავისუფლდა 25%-იანი საბაჟო ტარიფისგან შვეიცარიიდან და იაპონიიდან იმპორტირებულ მეტალზე.ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC ამერიკის ვაჭრობის სამინისტროზე დაყრდნობთ იუწყება.
Procter & Gamble, რომელიც აწარმოებს საპარსებს Gillette და Venus, რომლის საპარსის პირები დამზადებულია იაპონური და შვედური რკინისგან, თავისუფალია რკინის იმპორტის გადასახადისგან. როგორც ცნობილია, ამ კომპანიის გაყიდვების 10% 2018 წლის ფინანსური წლის განმავლობაში სწორედ ამ საპარსებზე მოდის.
„ამ საბაჟო ტარიფებმა, რა თქმა უნდა, გავლენა იქონია ჩვენი პროდუქციის გაყიდვებზე, მაგრამ ჩვენ არ ჩავთვალეთ საჭიროდ კონკრეტული ციფრები დაგვესახელებინა“ - განაცხადა ტელეკომპანიასთან საუბრისას Procter & Gamble-ის წარმომადგენელმა დეიმონ ჯონსმა.
არხი მაყურებელს ახსენებს, რომ ასეთივე ტარიფისგან გათავისუფლდა ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით P&G-ის კონკურენტი კიდევ ერთი ამერიკული კომპანია Edgewell Personal Care, რომელიც თავის მხრივ, საპარსებს Wilkinson Sword და Schick-ს აწარმოებს. P&G -მა მანამდე განაცხადა, რომ მიუხედავად ტარიფებისა, ის არ გაზრდიდა პროდუქციაზე ფასებს, რათა ეს არ ასახულიყო მომხმარებელზე.
კოკა კვირკველია