სექტემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ხარჯმა 3.56 ლარი შეადგინა, რაც აგვისტოსთან შედარებით 3.7%-ით მეტი; ხოლო გასული წლის სექტემბერთან შედარებით 2.1%-ით ნაკლებია.
ამის შესახებ ინფორმაციას „აისეტის“ (ISET) კვლევითი ინსტიტუტი ავრცელებს.
ISET-ის ცნობით, ხაჭაპურის ინდექსი ყველა ქალაქში გაიზარდა. სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ყველაზე დაბალი ფასი - 3.50 ლარი თბილისში დაფიქსირდა; ხოლო ყველაზე მაქსიმალური 3.64 ლარი თელავში იყო. თელავში მაღალი ფასი კახეთში მიმდინარე რთველმა განაპირობა, რომელიც აგვისტოს მიწურულს იწყება და ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ამ პერიოდში კახეთი ტურისტებისთვის საკმაოდ მიმზიდველია.