აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე დღეს 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 47 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.100 პროცენტით, მაქსიმალური 7.150 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.131 პროცენტით განისაზღვრა.