1-ლი ნოემბრიდან „ვიზეარი“ ბარგის გადატანის წესს ცვლის

1-ლი ნოემბრიდან „ვიზეარის“ ბარგის გადატანის წესი იცვლება.ამის შესახებ ინფორმაციას ავიაკომპანია ავრცელებს.

კერძოდ, კომპანიის ცნობით, Basic ბილეთის საფასურში შევა მხოლოდ მცირე ხელბარგი, რომლის მაქსიმალური ზომებია: 40x30x20 სმ. მგზავრებს მისი ატანა თვითმფრინავის სალონში შეეძლებათ.

მგზავრებს, რომლებიც WIZZ პრიორიტეტის სერვისით სარგებლობენ, მცირე ზომის ხელბარგთან (40x30x20 სმ) ერთად, თვითმფრინავის სალონში შეუძლიათ აიტანონ სამგზავრო ჩანთაც, რომლის მაქსიმალური ზომებია: 55x40x23 სმ.

ავიაკომპანიამ ასევე დაამატა 10 კგ-იანი რეგისტრირებული ბარგის სერვისი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება უკვე არსებულ 20 და 32 კგ-იან ვარიანტებთან ერთად.

„1-ლი ნოემბერიდან ყველა მგზავრს უფლება ექნება, უფასოდ აიტანოს ბორტზე ხელბარგის ერთი ერთეული, რომლის მაქსიმალური ზომებია 40x30x20 სმ. მგზავრები, რომლებსაც შეძენილი აქვთ WIZZ პრიორიტეტის სერვისი, დამატებით შეძლებენ აიტანონ საგორებელი ჩანთა, რომლის მაქსიმალური ზომებია 55x40x23 სმ. გარდა ამისა, Wizz Air შემოგთავაზებთ რეგისტრირებული ბარგის ახალ ტიპს 10 კგ-იანი ნორმით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება უკვე არსებულ 20 და 32 კგ-იან ვარიანტებთან ერთად. შეძენა შესაძლებელი იქნება ხელბარგის ახალი წესების ამოქმედებასთან ერთად, 10 ოქტომბრიდან, 1 ნოემბერს ან მომდევნო პერიოდში მგზავრობისთვის.

იმ მომხმარებლების ჯავშნებს, რომლებიც მგზავრობენ 1-ელ ნოემბერს ან მომდევნო პერიოდში და WIZZ პრიორიტეტის გარეშე შეიძინეს ავიაბილეთები 10 ოქტომბრამდე, უფასოდ დაემატება 10 კგ-იანი რეგისტრირებული ბარგი. იმ მომხმარებლების ჯავშნებს, რომლებსაც უკვე შეძენილი აქვთ 20 ან 32 კგ-იანი რეგისტრირებული ბარგი, უფასოდ დაემატება WIZZ პრიორიტეტი,“-აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.