ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი იყო. კერძოდ, აგლაძის ქუჩაზე საწყობში ხის მასალა დაიწვა.როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, დამწვარია დაახლოებით 800 კვ. მ. ფართობი.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე ჯერ კიდევ მუშაობს 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.