მიმდინარე თვეში საწვავი კვლავ გაძვირდა. კერძოდ, ზოგიერთი ტიპის საწვავის ფასი ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე 2-7 თეთრით არის დაკორექტირებული.
მათ შორის, 28 სექტემბრიდან გაძვირდა დიზელი „გალფის“ ავტოგასამართ სადგურებზე. კერძოდ, 10 ოქტომბრის მდგომარეობით, 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 2.57 ლარია, მაშინ როცა 28 სექტემბრის მდგომარეობით, მისი ფასი 2.55 ლარი იყო; 28 სექტემბერთან შედარებით, 2 თეთრით არის გაძვირებული „G-Force ევრო რეგულარი“ და 2.47 ლარი ღირს; 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი 2.39 ლარიდან 2.41 ლარამდე გაიზარდა; ხოლო „სუპერის“ ფასი 2.63 ლარია, მაშინ როცა 28 სექტემბრის მდგომარეობით, 2.61 ლარი ღირდა. რაც შეეხება დიზელს და ევრო დიზელს, მათი ფასი არ შეცვლილა და კვლავ 2.54 და 2.62 ლარი ღირს.
„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე დღეის მდგომარეობით, „დიზელ ენერჯის“ ფასი - 2.56 ლარს შეადგენს, მაშინ როცა 28 სექტემბრის მდგომარეობით, 2.52 ლარი იყო; ; „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავის ფასი კი 4 თეთრით არის გაზრდილი და 2.66 ლარია. სხვა ტიპის საწვავის ფასი კი „ვისოლის“სადგურებზე არ შეცვლილა. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, „ეკოპრემიუმის“ ღირებულება 2.60 ლარია; 1 ლიტრი „ევრო რეგულარის“ - 2.52 ლარი; „ეკო სუპერი “ კი – 2.68 ლარი ღირს.
„ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურებზე 2 თეთრით არის გაძვირებული „პრემიუმ ავანგარდი“ და 2.47 ლარი ღირს, „ევრო რეგულარი“ 2.34 ლარი ღირს, მაშინ როცა 28 სექტემბრის მდგომარეობით, მისი ფასი 2.32 ლარი იყო; „ევრო დიზელის“ ფასმა 5 თეთრით მოიმატა და 2.50 ლარი ღირს, „ევრო სუპერის“ ტიპის საწვავი კი 2.57 ლარია, მაშინ როცა 28 სექტემბერს მისი ფასი 2.55 ლარი იყო.
„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე 27 სექტემბრის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი - 2.55 ლარი იყო, დღეს კი მისი ღირებულება 2.57 ლარია; 2-2 თეთრით არის გაძვირებული 1 ლიტრი „რეგულარი“ და სუპერის ტიპის საწვავი და შესაბამისად, 2.47 ლარი და 2.67 ლარი ღირს; ხოლო „ევრო დიზელისა“ და დიზელის ფასი 7 თეთრით არის გაზრდილი და 2.62 და 2.52 ლარია.
რაც შეეხება „რომპეტროლის“ ავტოგასამართ სადგურებს, „efix ევრო დიზელის“ ფასი დღეის მდგომარეობით, 2.60 ლარია, მაშინ როცა 28 სექტემბრის მდგომარეობით 2.57 ლარი იყო; 1 ლიტრი „ევრო დიზელი" კი 4 თეთრით გაძვირდა და 2.54 ლარი ღირს; რაც შეეხება სხვა ტიპის საწვავი, მათი ფასი არ შეცვლილა და დღეის მდგომარეობით, „ევრო პრემიუმი“ - 2.60 ლარი; „ევრო რეგულარის“ ტიპის საწვავი 2.50 ლარი; ხოლო „სუპერი“ 2.68 ლარი ღირს.