2019 წლის 1-ელი იანვრიდან მაღალმთიანი რეგიონების პენსიონრები 240-ლარიან პენსიას მიიღებენ. ასევე მოხდება სოფლის ექიმების და ექთნების ხელფასების გაზრდა.
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის თანახმად“ და „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით“, ახალი წლიდან 240 ლარი გაუხდებათ პენსია მთის სოფლებში მცხოვრებ ასაკით პენსიონერებს და სკოლის პედაგოგ პენსიონერებს. ასევე, 40 ლარით გაეზრდებათ ხელფასი სოფლის ექიმებს და ექთნებს. მთიდან წამოსულებს მოვუწოდებ, დაბრუნდნენ მშობლიურ სოფლებში, რომ ისარგებლონ მთის კანონის სხვა სიკეთეებითაც“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ თიანეთის, დუშეთის და ყაზბეგის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა.