ჩრდილოეთ კორეა 3,3 ტრილიონის ღირებულების სასარგებლო წიაღისეულს ფლობს

სამხრეთ კორეის სახელმწიფო რესურსების სამსახურის დასკვნის თანახმად, ჩრდილოეთ კორეას 3,3 ტრილიონის ღირებულების სასარგებლო წიაღისეული გააჩნია, რაც 15-ჯერ მეტია, ვიდრე სამხრეთ კორეის რესურსები.

დასკვნის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეას გააჩნია 6 მილიარდი ტონა მაგნეზიტის რესურსი, 2 მილიონი ტონა გრაფიტის და 250 ათასი ტონა ვოლფრამის წიაღისეული. ფხენიანმა მანამდე ხელი მოაწერა 40 შეთანხმებას მათ მოპოვებაზე უცხოური კომპანიების მიერ, რომელთა 90% ჩინურია.

ამ ფაქტთან დაკავშირებით კი დეპუტატმა დემოკრატიული პარტიიდან პაკ ჩჟუნმა შეშფოთება გამოხატა, ვინაიდან ჩინეთის დომინირება ჩრდილოეთ კორეის სასარგებლო წიაღისეულის ბაზარზე ძალიან მაღალია და მოუწოდა სეულს განიხილოს ამ სეგმენტში შესვლის საკითხი.

ცნობისათვის, ჩრდილოეთ კორეას გააჩნია იშვიათი მეტალების წიაღისეული, რომლებიც გამოიყენება პროცესორების, სმარტფონებისა და სხვა მაღალტექნოლოგიურ პროდუქციაში. თუმცა ამ ქვეყანას წიაღისეულის უცხოეთში გაყიდვა გაეროს მიერ დაწესებული სანქციების გამო ეკრძალება.

კოკა კვირკველია