ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინაპინს ნოემბრის ბოლოს ბუენოს-აირესში დაგეგმილ დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერების სამიტის ფარგლებში შეხვდება.
ამის შესახებ The Wall Street Journal იუწყება.
გამოცემის წყაროს ცნობით, ლიდერები განიხილავენ ყველა იმ საკამათო საკითხს, რომელიც წარმოიქმნა ამ ორ ქვეყანას შორის მიმდინარე წლის განმავლობაში. ამერიკის მხრიდან შეხვედრის ორგანიზებას კურირებენ ამერიკის ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სტივენ მნუჩინი და ეროვნული ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელი ლოურენს ქადლოუ.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ აშშ-ში უკვე ფორმირებულია ჯგუფი, რომელიც ამ შეხვედრის ორგანიზებაზე მუშაობს, ხოლო ჩინურ მხარეს ეროვნული საბჭოს ვიცე-პრემიერი ლიუ-ხე ხელმძღვანელობს.
პუბლიკაციაში წერია, რომ ჩინურ მხარესთან ამ დროისთვის ყველაზე ხისტი პოზიცია აქვს ამერიკის ვაჭრობის მინისტრს რობერტ ლეიტჰაიზერს და ამერიკის ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელს ვაჭრობის საკითხებში პიტერ ნავაროს. ისინი მომხრე არიან, აშშ-მა განაგრძოს ჩინეთზე ზეწოლა, სანამ არ მიაღწევენ მისგან სერიოზულ დათმობებს ეკონომიკის სფეროში. გაზეთის წყარო შიშობს, რომ ტრამპი სი ძინაპინის შეხვედრაზე ერთი ჯგუფი გამოაცხადებს, რომ საქმე დასრულებულია და მასში ამერიკამ გაიმარჯვა.
დიდი ოცეულის სამიტი ბუენოს-აირესში 30 ნოემბრიდან 1-ლი დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.
კოკა კვირკველია