ბოლო პერიოდში, საქართველოს საავტომობილო ბაზარი საგრძნობლად და აქტიურად იზრდება. ეს დინამიკა განსაკუთრებულად შეინიშნება საავტომობილო ბაზრის პრემიუმსეგმენტში, სადაც მოწოდებასთან ერთად მომხმარებელთა მოთხოვნებიც მატულობს.
გამომდინარე იქიდან, რომ „ლექსუსი“ უკვე დიდი ხანია, ქართველი მძღოლების რჩეულ ბრენდად ითვლება, კომპანიამ გადაწყვიტა, საქართველოში ოფიციალური წარმომადგენელი ჰყოლოდა. შესაბამისად, არსებულ და პოტენციურ კლიენტებს მალე საშუალება ექნებათ, „ლექსუსის“ ოფიციალური პროდუქცია უკვე უშუალო დილერისგან, თბილისშივე შეიძინონ.
„ლექსუს თბილისი“ 10 ოქტომბერს, აღმაშენებლის ხეივნის 160 ნომერში გაიხსნა და მომხმარებლებს ისეთ მოდელები წარუდგინა, როგორებიცაა: კროსოვერები - NX და RX, სედანები - ES და LS, მაღალი გამავლობის ავტომობილები - GX და LX და კუპე - LC. მათ შორის NX, RX, LS და LC ჰიბრიდული ძრავებითაც იქნება ხელმისაწვდომი. იქვე არის განთავსებული „ლექსუსის“ სერვისცენტრიც, სადაც მსურველებს გამოცდილი პროფესიონალები მოემსახურებიან.
„ლექსუსი“ არის ბრენდი მათთვის, ვისთვისაც სტილი და ხარისხი თანაბრად მნიშვნელოვანია. ჩვენი მომხმარებლები მანქანის მართვით სრულყოფილ სიამოვნებას იღებენ და თავადვე აღნიშნავენ, რომ კომფორტი, რომელსაც ის უქმნით, შეუცვლელია, - აღნიშნავს ლაშა ლომიძე, „ლექსუს თბილისის“ გენერალური დირექტორი, - გვიხარია, რომ საქართველოს „ლექსუსის“ ოფიციალური დილერი ეყოლება და ქართველი მომხმარებლები ჩვენი ბრენდის პროდუქციის შეძენას უშუალო წარმომადგენლისგან შეძლებენ. აქ მომხმარებლებს ისე დახვდებიან, როგორც სახლში მოსულ სტუმრებს. სწორედ ესაა იაპონური სტუმართმოყვარეობის ფილოსოფია, რომელსაც „ომოტენაში“ ჰქვია და რომელიც თითოეული სტუმრის საჭიროების გათვალისწინებას, ყველა დეტალისათვის ყურადღების მიქცევასა და მადლიერების გამოხატვას გულისხმობს.“
„ლექსუსი“ იაპონური ბრენდია, რომელიც 1989 წელს შეიქმნა. დაარსების დღიდან ლექსუსი ორიენტირებულია არა უბრალოდ ავტომობილების წარმოებაზე, არამედ ახალი და განსხვავებული ცხოვრების სტილის შექმნაზე. ეს დამოკიდებულება ნათლად ჩანს როგორც ავტომობილის დეტალებში, ასევე იმ მიდგომაში, რომელიც მომხარებელს შოურუმში მოხვედრისთანავე ხვდება.
დღეს „ლექსუსი“ მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.
(R)