სებ-მა "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბონაკო"-ს  რეგისტრაცია გაუუქმა

„მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბონაკო"-ს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების საფუძველი გახდა ორგანიზაციის შემოწმების შედეგად გამოვლენილი ფაქტები, რაც მენეჯმენტის მიერ ორგანიზაციის კრედიტორების ინტერესების დამაზიანებელ და საფრთხის შემცველ საქმიანობას უკავშირდებოდა. ასევე დაფიქსირდა ეროვნულ ბანკში არასწორი/დამახინჯებული ინფორმაციის წარმოდგენისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის არაჯანსაღი პრაქტიკით მართვის ფაქტები.

„ლიკვიდაციის პროცესში განხორციელდება ორგანიზაციის ვალდებულებების აღრიცხვა, ასევე, აქტივების მობილიზება და კანონით განსაზღვრული სხვა ქმედებები, რათა ვალდებულებების გასტუმრების პროცესში მაქსიმალურად იყოს დაცული კრედიტორების ინტერესები“, - აცხადებენ სებ-ში.