ქართული ღვინო და გაცოცხლებული ძველი თბილისი - რა გელით დღეს შარდენზე?

მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი, მი­მე­ბი, ოჩო­ფე­ხე­ბი, დრა­მე­რე­ბი, ცე­ცხლო­ვა­ნი შოუ, ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რი და რაც მთა­ვა­რია, ქარ­თუ­ლი ღვი­ნო - ეს „ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2018-ის“ მცი­რე ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც სტუმ­რებს 13 ოქ­ტომ­ბერს სი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე ელო­დე­ბა.

ღო­ნის­ძი­ე­ბის სამ­ზა­დი­სი საკ­მა­ოდ მას­შტა­ბუ­რია. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ და ქმნი­ან ახალ პროგ­რა­მებს, პერ­ფო­მან­სებს, გმი­რებს, რომ­ლებ­საც „ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე“ წა­რად­გე­ნენ.

ღო­ნის­ძი­ე­ბა შა­ბათს, 13 ოქ­ტომ­ბერს შარ­დენ­ზე 12:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა და 19:00 სა­ათ­ზე დას­რულ­დე­ბა.

ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში მო­ე­წყო­ბა ქარ­თუ­ლი ღვი­ნის, ყვე­ლის, ჩი­რის, ასე­ვე ქარ­თუ­ლი აქ­სე­სუ­ა­რე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა.

მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სცე­ნა­ზე ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლე­ბი გა­მოვ­ლენ, სტუმ­რე­ბი იხი­ლა­ვენ მი­მე­ბის და დრა­მე­ბის შოუს, სა­ღა­მოს კი ცე­ცხლის შოუ და გრან­დი­ო­ზუ­ლი ფო­ი­ერ­ვერ­კი ელის მა­ყუ­რე­ბელს.

შო­რე­ნა ზუ­ბი­აშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი და Art Shock Company-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი:

"სტუმ­რებს გან­სა­კუთ­რე­ბულ შოუს ვპირ­დე­ბით, რად­გან გმი­რე­ბი და პერ­ფო­მან­სი სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის კეთ­დე­ბა. ხალ­ხში იმოძ­რა­ვე­ბენ მი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბი­ან არა ტრა­დი­ცი­უ­ლი თეთ­რი გრი­მით, არა­მედ სპე­ცი­ა­ლუ­რად ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლის­თვის შექ­მნი­ლი გრი­მი­თა და კოს­ტი­უ­მე­ბით. სტუმ­რე­ბის გამ­ხი­ა­რუ­ლე­ბა­ზე იზ­რუ­ნე­ბენ ოჩო­ფე­ხე­ბი, იქ­ნე­ბა გო­გო­სა და ბი­ჭის ცო­ცხა­ლი ქან­და­კე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ყუ­რძნის, ვა­ზი­სა და ბა­ხუ­სის სა­ინ­ტე­რე­სო სინ­თეზს წარ­მო­ად­გე­ნენ.

ფეს­ტი­ვალს და­ას­რუ­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ცე­ცხლო­ვა­ნი შოუ. მოკ­ლედ, სტუმ­რებს არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ, გან­სხვა­ვე­ბულ და ორი­გი­ნა­ლურ სა­ნა­ხა­ო­ბას ვპირ­დე­ბით, გა­სუ­ლი წლის­გან გან­სხვა­ვე­ბით უამ­რავ სი­ახ­ლეს შევ­თა­ვა­ზებთ“.

იო­სებ ბა­კუ­რა­ძე, მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი და რე­ჟი­სო­რი:

„ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2018-ის“ პარტნი­ო­რე­ბი ვართ, რაც ჩვენ­თვის მე­ტად სა­პა­ტი­ოა. 13 ოქ­ტომ­ბერს ჩვე­ნი 10 მსა­ხი­ო­ბი იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე. ისი­ნი სხვა­დას­ხვა ტრა­დი­ცი­ულ სა­მოს­ში იქ­ნე­ბი­ან გა­მო­წყო­ბი­ლე­ბი და ხალ­ხში ისე­ირ­ნე­ბენ, ეს კი ფეს­ტი­ვალ­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო ატ­მოს­ფე­როს შექ­მნის. ვეც­დე­ბით, ძვე­ლი თბი­ლი­სი გა­ვა­ცო­ცხლოთ“.

წელს „ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი“ უკვე მე­ო­რედ იმარ­თე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­სულ სტუმ­რებს ქარ­თუ­ლი ღვი­ნის და­გე­მოვ­ნე­ბისა და სა­ინ­ტე­რე­სო პერ­ფო­მან­სის ნახ­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად, მრა­ვალ­ფე­რო­ვანი ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სა და შე­ძე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა. "ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2018“ სტუმ­რებს ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ პურ­საც შეს­თა­ვა­ზებს, ასე­ვე წა­რმოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო ჩურ­ჩხე­ლა და ჩირი, ქარ­თუ­ლი ყვე­ლის კომ­პა­ნი­ე­ბი.

რო­გორც შარ­შან, ასე­ვე წელს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ძა­ლი­ან ბევრ ტუ­რისტს ელო­დე­ბი­ან.

"ვფიქ­რობთ, რომ შარ­შან­დელ­მა ფეს­ტი­ვალ­მა ყვე­ლა კმა­ყო­ფი­ლი და­ტო­ვა, რო­გორც ღვი­ნის კომ­პა­ნი­ე­ბი, ასე­ვე სტუმ­რე­ბი. წელს პროგ­რა­მა კი­დევ უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იქ­ნე­ბა. მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის მსურ­ვე­ლებ­მა კი აუ­ცი­ლებ­ლად მოგ­ვწე­რონ ოფი­ცი­ა­ლურ ფე­ის­ბუქ გვერ­დზე: ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი • Georgian Wine Festival" - გან­მარ­ტავს ფეს­ტი­ვა­ლის პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძე.