დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ლიეტუვა, რუმინეთი, ფინეთი და ესტონეთი ევროკავშირს მოუწოდებენ, სანქციების რეჟიმის მოქმედება კიბერშეტევებზეც გააფართოვოს.
გამოცემა BNS Lithuania-ს ინფორმაციით, ამის შესახებ შესაბამის მემორანდუმშია ნათქვამი.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთის სამხედრო დაზვერვას გლობალური კიბერშეტევების განხორციელებაში ადანაშაულებს. მათი განცხადებით, კიბერშეტევების სამიზნეებს სხვადასხვა დაწესებულებები, მათ შორის სპორტული ანტიდოპინგური ორგანოები, ატომური ელექტროსადგურები და ქიმიური იარაღის შესწავლის ლაბორატორიები წარმოადგენდა.
მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა ანკ ბეილეველდმა განაცხადა, რომ რუსეთის ГРУ-ს 4 თანამშრომელი კიბერშეტევის გზით მალაიზიური „ბოინგის“ კატასტროფის საქმეზე მონაცემების მოპოვებას ცდილობდა.