10 ნივთი, რომელიც ძველ დროში ფულის მაგივრობას ასრულებდა

თანამედროვე მსოფლიოში ფული ჩვენი ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავს. სანამ ფული გაჩნდებოდა, ვაჭრობისთვის ადამიანების სხვადასხვა მეტად უცნაურ ნივთებს იყენებდნენ.

წარმოგიდგენთ 10 ნივთს, რომელსაც ფულის მაგივრობას ასრულებდა.

დელფინის კბილები - მრავაწლიანი ტრადიციების მიხედვით, დელფინის კბილებს სოლომონის კუნძულებზე იყენებდნენ.

ციყვის ტყავი - დიდი ხნის განმავლობაში ბეწვის ტყავი ვაჭრობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. შუა საუკუნეებში ციყვის ტყავს აქტიურად გამოიყენებდნენ ფინეთსა და რუსეთში. თუმცა რუსეთში ტყავი გარდა, ასევე გამოიყენებოდა ცხოველის სახე და კბილები.

მარილი - ათასობით წლის განმავლობაში მარილი მეტად ღირებული საქონელი იყო და ცივილიზაციის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. მარილით პირველი გადასახადი ძვ.წ 2200 წელს ჩინეთი იმპერატორმა გადაიხადა. პროდუქტი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ამერიკის სამოქალქო ომში, მეტიც, ძველ რომში ჯარისკაცები გადასახადს ხშირად მარილით იხდიდნენ.

შავი პილპილი - ძველ საბერძნეთში შავი პილპილის ღირებულება ძალიან მაღალი იყო. შუა საუკუნეებში შავი პილპილი ვალუტის მიღებული ფორმა გახდა. მაღალი ფასის გამო, მას „შავი ოქროსაც“ უწოდებდნენ. XIX საუკუნემდე მისი გამოყენება ფუფუნებად ითვლებოდა და მას მხოლოდ მდიდარი ადამიანები იყენებდნენ.

ვამპუმის მძივი

- ამერიკის პირველი ვალუტა სწორედ ვამპუმის მძივები იყო. ეს არის ტრადიციული ხელნაკეთი მძივი, რომელიც თეთრი და მეწამული მოლუსკებისგან მზადდება. გარკვეული დროის შემდეგ ევროპული ქარხნები ვამპუმის მძივების წარმოებას იწყებენ, საბოლოოდ 1663 წელს მძივები მიმოქცევიდან ამოიღეს. თუმცა ნიუ-იორკში ისინი მე-18 საუკუნის დასაწყისამდე გადახდის ოფიციალური საშუალებად რჩებოდა.

ჩაის ფილები

- მეორე მსოფლიოს ომის დაწყებამდე, აზიის ბევრ რეგიონში ჩაის ფილებს ფულის სახით იყენებდნენ.

ქვა რაი - რაი დისკის ფორმის ქვაა, რომელსაც ფულის სანაცვლოდ იყენებდნენ. ქვის ღირებულება მისი ისტორიაზეა დამოკიდებული. მაგალითად, რაც მეტი ადამიანი გარდაიცვლებოდა მისი ტრანსპორტირების დროს, უფრო მაღალი ღირებულება ჰქონდა.

ნიჟარები

- ნიჟარები ძველი ვალუტის ერთ-ერთი სახეა. ისინი მცირე ზომის და მსუბუქია. პირველად ნიჟარას გამოყენება გაცვლის საშუალებად მე-16 საუკუნის ჩინეთში დაიწყო. მოგვიანებით ამ ტიპის ვალუტა აფრიკის, არაბეთის, ევროპისა და აზიის ზოგიერთ ნაწილშიც გავრცელდა.

ქვის ისარი - ამ ტიპის უძველესი ვალუტა შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილშია წარმოშობილი. მე -7 საუკუნის დასაწყისში ისრის ფულის სახით გამოყენება თანამედროვე უკარაინის, ცენტრალური აზიის, აღმოსავლეთ ევროპის, ჩრდილოეთ კავკასიისა და რუსეთის ნაწილში დაიწყო.

დანები - ეს ექსტრაორდინალური ვალუტა პირველად ჩინეთში დაახლოებით ძვ.წ 600 წლიდან ზოუს დინასტიის მეფობის დროს გამოჩნდა. ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ დანის მონეტები იმ მოდელზე შეიქმნა, რომლებიც ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში მომთაბარე მონადირეების მიერა იყო შექმნილი.

ლიკა ამირაშვილი