ირანმა ნავთობის ახალი მყიდველები იპოვა

ირანის ხელისუფლების განცხადებით, მათ ნავთობის ახალი მყიდველები იპოვეს. ამის შესახებ ადგილობრივ სააგენტო Mehr-ს ირანის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ესხაკ ჯაჰანგირიმ განუცხადა.

ჯაჰანგირის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ საუდის არაბეთი შეძლებს ირანული ნავთობის ბაზარზე არარსებობის კომპენსიერებას, რასაც რეალურად ერ-რიადი ვერ შეძლებს და სწორედ ამიტომ გაიზარდა ნავთობზე ფასი. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული სანქციების ფონზე რამდენიმე ქვეყანამ შეწყვიტა მათი ნავთობის ექსპორტი, მათ ახალი კლიენტები იპოვეს, თუმცა მათი სახელები არ გაუმხელია.

მან ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის სანქციებმა მიუხედავად მათი უსამართლობისა და უკანონობისა, შექმნეს შესაძლებლობა უკეთესად მიხედონ შიდა წარმოებას.

როგორც ცნობილია, ამერიკის სანქციების ახალი ეტაპი 4 ნოემბერს ამოქმედდება, რა დროსაც ვაშინგტონს განზრახული აქვს ირანის სანავთობო ექსპორტი დაიყვანოს ნულამდე.

კოკა კვირკველია