იანვარ-სექტემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 124.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 20.8 პროცენტით მეტია.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 2 448.1 მლნ აშშ დოლარი (25.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 6 676.7 მლნ აშშ დოლარი (19.1 პროცენტით მეტი) იყო. ამასთან, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 4 228.6 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.3 პროცენტი შეადგინა.