„მეტრა დეველოპმენტი“ - უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე მეტი მოთხოვნილება 50 კვ მეტრამდე ფართის მქონე, დაახლოებით 40 000- 50 000 ღირებულების ბინებზეა

უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე მეტი მოთხოვნილება 50 კვ მეტრამდე ფართის მქონე, დაახლოებით $40 000- $50 000 ღირებულების ბინებზეა. ამის შესახებ საუბარია „მეტრა დეველოპმენტის“ განცხადებაში.

კომპანიის განცხადებით, „მეტრა დეველოპმენტი“ ითვალისწინებს ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს და ხარისხიანი ბინების მშენებლობით პასუხობს მომხმარებელთა საჭიროებებს. კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ მათ უპირობო უპირატესობად უნდა ჩაითვალოს კომპლექსის ტიპის დასახლება „მეტრა პარკი“ თავისი საფასო პოლიტიკით, რომელიც არის საშუალო და მაღალი საფასო სეგმენტის ზღვარზე და მისი ძირითადი მომხმარებელი ძლიერ საშუალო კლასს განეკუთვნება.

კომპანია იმ ფაქტორებზე საუბრობს, რაც სამშენებლო ბაზარზე ფასწარმოქმნაზე ახდენს გავლენას.

„ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობის სტაბილურობაზეა დამოკიდებული ნებისმიერი სფეროს, მათ შორის სამშენებლო ბიზნესის განვითრების ხარისხი და ტემპები.

საქართველოში, სამშენებლო ინდუსტრიასთან დაკავშირებული მოთხოვნა-მიწოდება, ხარისხი, კონტროლის მექანიზმები, რეგულაციები და სხვა, ამ მნიშვნელოვანი ასპექტები, ამ ძირითად ფაქტორებით განისაზღვრება.

რაც შეეხება ფასებს, როგორც ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა „ეკონომისტი“ იუწყება ფასწარმოქმნა უძრავი ქონების ბაზარზე, როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში, "გამრუდებულია". მიიჩნევა, რომ უძრავი ქონება ზედმეტადაა შეფასებულია მთელ მსოფლიოში და გამონაკლისს, ალბათ, არც საქართველო წარმოადგენს. თუმცა, ისიც უდაო ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ფასებმა შესამჩნევად დაიწია და ის ჯერჯერობით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

სამშენებლო ბიზნესში ფასი მრავალი კომპონენტის ერთობლიობით განისაზღვრება. უამრავი კომპონენტი განაპირობებს თვითღირებულებას, რაც ხდება ფასწარმოქმნის ბაზისი. მაგალითად, შესაძლოა ერთი და იგივე, რამდენიმე არქიტექტურული პროექტი სხვადასხვა სამშენებლო მასალით ააშენო და ფასიც სხვადასხვა გამოვიდეს. ასევე, მნიშვნელოვანია, რა ფორმით ბარდება პროექტი - შავი, თეთრი კარკასი, თუ გარემონტებული...

ფასწარმოქმნა კორექტირდება კონკრეტულ უბანში კონკურენტი მშენებლობების გათვალისწინებით და ა.შ. აღსანიშავნია, რომ სამშენებლო პროექტს ყველაზე მეტად აძვირებს მიწის ფასი, რომელიც უბნის პრესტიჟულობით განისაზღვრება. შემდეგ მოდის მშენებლობის ნებართვა, პროექტი, მასალები, მუშახელი და სხვ. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ რა დონის მშენებლობა იგეგმება და რა სეგმენტზეა გათვლილი.

საინტერესოა ისიც, რომ ბინების ფასებზე პირდაპირ მოქმედებს ბაზარზე არსებული მოთხოვნა. ომის შემდგომ მოთხოვნა სტაბილურად შენარჩუნდა მცირე ფართის ბინებზე და უფრო გაიზარდა ახალაშენებულზე. ეს გამოწვეულია იმით, რომ ძალიან ბევრმა ძველმა პროექტმა უკვე ამოწურა თავისი თავი, მოსახლეობის გემოვნებაც უფრო დაიხვეწა. ახალი ბინები თავისი კომფორტის, მრავალფეროვანი არჩევანისა და არასტანდარტული ფორმების გამო უფრო დიდ მოწონებას იმსახურებს.

დღეისათვის, უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი კვადრატულობა 50 კვ მეტრამდეა და ამ ფართის შესაბამისი ღირებულების (დაახლოებით $40 000- $50 000) ბინები ყველაზე მეტად იყიდება ბაზარზე.

კვლევების მიხედვით, „მეტრა დეველოპმენტი“, რომელიც ითვალისწინებს ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს და ხარისხიანი ბინების მშენებლობით პასუხობს მომხმარებელთა საჭიროებებს, კომპანიის უპირობო უპირატესობად უნდა ჩაითვალოს კომპლექსის ტიპის დასახლება „მეტრა პარკი“ თავისი საფასო პოლიტიკით, რომელიც არის საშუალო და მაღალი საფასო სეგმენტის ზღვარზე და მისი ძირითადი მომხმარებელი ძლიერ საშუალო კლასს განეკუთვნება. კომპანიის თქმით, ბოლო წლების მანძილზე, ბინებზე საშუალო შეწონილი ფასი 15%-ით გაიზარდა. აქედან გამომდინარე და ასევე, რეგულაციების გამკაცრების გამოც, მიიჩნევენ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ახალ აშენებული ბინებზე ფასები კვლავაც მოიმატებს“, – აცხადებენ კომპანიაში.