Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 14:50 საათზე ერთი დოლარი 2.6638 ლარად ივაჭრება.
სავალუტო ჯიხურებში კი დოლარის ყიდვა-გაყიდვა მოქალაქეებს 2.62-2.68 ლარის ფარგლებში შეუძლიათ.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს დოლარისა და ევროს მიმართ.
13:15 საათის მონაცემებით, საბურთალოს რაიონში მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.67-2.68 ლარის ფარგლებში შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.66–2.668 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს ყიდვა კი 3.075- 3.099-ლარის ფარგლებში, გაყიდვა კი 3.065-3.08 ლარად შეგიძლიათ.
თავისუფლების მოედანის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ დოლარს 2.655 - 2.67 ლარად შეიძენთ, გაყიდვით კი 2.62-2.64 ლარად გაყიდით. ამავე ტერიტორიაზე ერთი ევროს ყიდვა მოქალაქეებს 3.065-3.08 ლარად შეუძლიათ, სავალუტო ჯიხურები კი - 3.025-3.05 ლარად იბარებენ.
წერეთლის გამზირზე კი - ერთ დოლარის შეძენას მოქალაქეები 2.68 ლარად შეძლებენ, გაყიდვით კი 2.66- 2.665 ლარად გაყიდიან. ამავე ტერიტორიაზე ერთი ევროს ყიდვას 3.098-3.105 ლარად შეძლებთ, სავალუტო ჯიხურები კი - 3.07-3.08 ლარად იბარებენ.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6376 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0546 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.