საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი აღიკვეთა,- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და საბერძნეთის მოქალაქეების, ნ.ვ-ის, ზ.მ-სა და ზ.ტ-ის კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (54 აბი) აღმოაჩინეს.
მათივე ცნობით, საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს ფარცხანაყანევის განყოფილებას გადაეცა.