„სასტუმრო „შერატონის“ რენოვაციის დასრულება კიდევ ერთხელ გადავადდა.აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სასტუმროს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. კომპანიის ცნობით, სასტუმრო 2019 წლის 1-ელ მარტს გაიხსნება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით, სასტუმროს რენოვაცია მიმდინარე წლის სექტემბრისთვის უნდა დასრულებულიყო. ამის შესახებ მიმდინარე წლის აპრილში ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა რას-ალ-ხაიმას საამიროს ამირთან, შეიხ საუდ იბნ საკრ ალ-კასიმთან შეხვედრის ფარგლებში განაცხადა.
ცნობისთვის, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასის" რეკონსტრუქცია რამდენიმე წელია მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოგალერეა