Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 15:20 საათზე ერთი დოლარი 2.69 ლარად ივაჭრება.სავალუტო ჯიხურებში კი დოლარის ყიდვა-გაყიდვა მოქალაქეებს 2.70-2.71 ლარის ფარგლებში შეუძლიათ. ერთი ევრო კი 3.08-3.11 ლარად ივაჭრება.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6664 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0925 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.