სავალუტო ჯიხურებში ევრო 3.13 ლარად იყიდება

სავალუტო ჯიხურებში ევროს ყიდვა-გაყიდვა მოქალაქეებს 3.10-3.13 ლარის ფარგლებში შეუძლიათ. 1 აშშ დოლარის კი 2.70-2.71 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.

ცნობისთვის, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 2.88 თეთრით გაუფასურდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6664 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0925 ლარია.

ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.