რა რისკებს შეიცავს საბროკერო კომპანიებში ფულის დაბანდება

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბროკერო კომპანიების მიმართ, რომლებიც ინვესტორებს მაღალი რისკის მქონე ფინანსურ ინსტრუმენტებს სთავაზობს, მოთხოვნები გაამკაცრა.

თუმცა ფინანსურ ბაზრებზე ადამიანები დანაკარგს მაინც განიცდიან. როგორ აისახა ახალი რეგულაცია ინვესტორებზე და ბროკერებზე? არის თუ არა გარანტია კანონი? ამის შესახებ ექსპერტი, საგანმანათებლო-ანალიტიკური ცენტრის Globex Analytics-ის მთავარი ანალიტიკოსი გიორგი ფუხაშვილი საუბრობს

კანონის შესაბამისად, რა სახის პასუხისმგებლობა აკისრია ბროკერს?

ახალი კანონის საკვანძო პუნქტი არის იმ კომპანიების სავალდებულო ლიცენზირება, რომლებიც ახორციელებენ საბროკერო ან შუამავალ საქმიანობას. საქართველოში ლიცენზიის გარეშე ბროკერებს არ შეუძლიათ ინვესტორების სახსრების მოზიდვა. ამგვარად, ინვესტორი ბევრად უფრო მარტივად შეარჩევს პარტნიორს საქართველოს ტერიტორიაზე. მეორე, ასევე მნიშვნელოვანი შედეგი – ბალანსი კომპანიის საკუთარი აქტივებისა და კლიენტების აქტივებს შორის. კანონის თანახმად, ბროკერებს არ შეუძლიათ მიიღონ კლიენტების სახსრები იმაზე მეტი მოცულობით, ვიდრე საკუთარი აქტივების მოცულობა.

როგორ იცავს ახალი კანონი ინვესტორის ინტერესებს?

კლიენტები შეძლებენ მუშაობას კომპანიებთან, რომლებიც არიან საქართველოს იურიდიული პირები. არ არსებობდა ტრეიდერთა სამართლეობრივი დაცვის მექანიზმი, სახელმწიფოს არ შეეძლო სწრაფად და ეფექტურად კლიენტების ინტერესების დაცვა.

ამჟამად კომპანიები ლიცენზირებულები არიან, ხოლო კლიენტის სახსრები განცალკევებულია კომპანიის ფულისგან. ეს ნიშნავს, რომ თუ ბროკერს შეექმნება რაიმე სახის პრობლემა, კლიენტის ანგარიში იქნება დაცული. კანონის მიხედვით, იდება ხელშეკრულება საბროკერო კომპანიასა და კლიენტს შორის, სადაც არის მითითებული ინფორმაცია მხარეების ვალდებულებების შესახებ ანგარიშის გახსნის და დახურვის დროს, კლიენტების სახსრების მართვის, ხელშეკრულების შეწყვეტის წესების, კონფიდენციალურობის შესახებ, ასევე სრული მონაცემები საკომისიოებზე და გადახდებზე.

საბროკერო კომპანიის საქმიანობა უნდა იყოს აწყობილი ისე, რომ კლიენტის ჩივილის შემთხვევაში რეგულატორმა შეძლოს სწრაფად დაადგინოს: კლიენტის მოგება ან დანაკარგი არის მისი ვაჭრობის თუ კომპანიის არაკეთილსინდისიერი ქმედებების შედეგი.

შეუძლია თუ არა ქართველ ინვესტორს გააგრძელოს მუშაობა უცხოურ კომპანიებთან?

დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ ვცხოვრობთ ციფრული ტექნოლოგიების და თავისუფალი არჩევანის სამყაროში. კლიენტი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, რომელ კომპანიასთან სურს მას თანამშრომლობა. მთავარია, ყველა რისკების და შესაძლებლობების გათვალისწინება და ყველაზე მნიშვნელოვანი, რის შესახებაც ჩვენ გვინდა გაგაფრთხილოთ - განახლებული კანონი არ დაიცავს ტრეიდერს დანაკარგებისგან.

რა რისკები აქვს ინვესტორს?

პირველ რიგში ინვესტორს უნდა ესმოდეს, რომ არსებობს ანგარიშზე დანაკარგების რისკი. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ რისკ-მენეჯმენტზე, მაგრამ, როგორც ჩანს, ბევრი არ იყენებს ჩვენს რჩევებს. ვაჭრობა რისკ-მენეჯმენტის წესების მიხედვით, გვეხმარება ვაჭრობის კონტროლში და აძლევს სიმშვიდეს თვითონ ტრეიდერს. ჩვენ გირჩევთ არ გახსნათ გარიგებები თქვენი დეპოზიტის 1-5% -ზე მეტით. ჩვენი კავკასიური მენტალიტეტის და ტემპერამენტის გამო, ყველა ჩქარობს და უნდა სწრაფი შედეგების მიღება, რის გამოც კარგავენ ფულს.

სამწუხაროდ, ასეთი დანაკარგების შემდეგ, ტრეიდერები ხშირად ადანაშაულებენ ბროკერებს თავიანთ შეცდომებში. მაგრამ ბროკერი არ არის დამნაშავე. ჩვენს პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როცა ჩვენზეც კი, სასწავლო ცენტრზე, ცდილობდნენ ტრეიდინგში წარუმატებლობების დაბრალებას. ამის გამო ჩვენ უფრო მეტ ყურადღებას ვამახვილებთ რისკების თემაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა დაიცვათ საკუთარი დეპოზიტი, რა ინსტრუმენტების გამოყენება არის შესაძლებელი და, რა თქმა უნდა, ვაჭრობის ფსიქოლოგიაზე.

როგორ შეუძლია ინვესტორს რისკების მინიმიზირება და შეიძლება თუ არა დანაკარგებისგან თავის აცილება?

ნებისმიერი ინვესტორის წარმატებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფინანსური განათლება. კარგად უნდა გესმოდეთ, რომ თუ თქვენ მოხვედით ფინანსურ ბაზარზე და გსურთ მიაღწიოთ წარმატებას, თქვენ მუდმივად უნდა დაკავებული იყოთ თვითგანათლებით. ასევე, ნუ ეძებთ ტრეიდინგში მარტივ ფულს. ის აქ არ არის. უმჯობესია, ეს დრო დაახარჯოთ თქვენ სავაჭრო სტრატეგიაზე მუშაობას. ბაზარი მუდმივად იცვლება, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენი სტრატეგიაც უნდა იცვლებოდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ემოციების კონტროლი ვაჭრობის დროს და მუშაობა „ცივი გონებით». ეს არც თუ ისე მარტივია.

არავინ არ მოგცემთ გარანტიას, რომ თქვენ არ დაუშვებთ შეცდომას. შეგიძლიათ გაესაუბროთ ნებისმიერ პროფესიონალ ტრეიდერს მსოფლიოში და თქვენ ვერ მოძებნით ადამიანს, რომელსაც აქვს მხოლოდ წარმატებული გარიგებები.

ჩვენ ამ ყველაფერზე ვსაუბრობთ და ვასწავლით. Globex Analytics-ისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ამოცანა არის საქართველოს მოსახლეობის ფინანსური განათლების გაუმჯობესება. ამისთვის, ჩვენ ვახორციელებთ ფინანსური ბაზრის საფუძვლების უფასო სწავლებას, ყოველკვირეულად გვაქვს უფასო ლექციები აქტუალურ თემებზე. ჩვენ მივმართეთ საქართველოს ეროვნულ ბანკს ინიციატივით ჩავატაროთ ფინანსური განათლების კვირეული საქართველოს ძირითად უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად და გავხადოთ ეს ღონისძიება ყოველწლიური. ჩვენი საერთო მიზანია – შევქმნათ საქართველოში უკეთესი პირობები მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.

(R)