Uber-ი აქციების პირველად განთავსებას იწყებს - კომპანია 120 მლრდ დოლარად შეფასდა

Goldman Sachs-მა და Morgan Stanley-იმ კომპანია Uber-ის საბაზრო ღირებულება 2019 წელს მისი აქციების საფონდო ბირჟაზე პირველად განთავსებამდე (IPO) 120 მილიარდ დოლარად შეაფასეს.

ეს კი თითქმის ორჯერ მეტია, აქამდე გაჟღერებულ რიცხვებზე. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.

ჯერ კიდევ მაისში ტელეკომპანია CNBC-ის ეთერში კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დარა ხოსროვშაჰიმ განაცხადა, რომ კომპანიას გააჩნია ყველანაირი წინაპირობა საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი განთავსებისთვის.

Uber - ეს არის მსოფლიოში პოპულარული ონლაინ სერვისი საავტომობილო გადაზიდვების ბიზნესში, რომელიც მობილური აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელს საშუალებას აძლევს მიიღოს სერვისი. კომპანია, რომლის სათაო ოფისი სან-ფრანცისკოში მდებარეობს, 2009 წელს ბიზნესმენებმა ტრევის კალანიკმა და ჰარეტ კემპმა დააარსეს. ამ დროისთვის კომპანიის სერვისით მსოფლიოს 80 ქვეყნის 500-ზე მეტ ქალაქში სარგებლობენ.

კოკა კვირკველია