ნენსკრა ჰესის პროექტის სამშენებლო სამუშაოები ნოემბერში განახლდება

ნენ­სკრას ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის პრო­ექ­ტის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნია - სს „ნენ­სკრა ჰიდ­რო“ მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჭუ­ბერ­ში 2018 წლის და­სა­წყის­ში შე­ჩე­რე­ბულ სა­მუ­შა­ო­ებს გა­ნა­ახ­ლებს.კერ­ძოდ, ნო­ემ­ბერ­ში მდი­ნა­რე ნენ­სკრა­ზე 100 ტ ტვირ­თამ­წე­ო­ბის მქო­ნე ორი ხი­დის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყე­ბა.

პრო­ექ­ტის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ნენ­სკრა­სა და ნაკ­რას ხე­ო­ბებ­ში ხი­დე­ბი­სა და გზე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, სამ­შე­ნებ­ლო ბა­ნა­კე­ბი­სა და ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას მო­ი­ცავს, 2019 წლის ბო­ლოს დას­რულ­დე­ბა.

ამავდრო­უ­ლად, სს „ნენ­სკრა ჰიდ­რო“ მუ­შა­ობს პრო­ექ­ტში ახა­ლი მშე­ნე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის ჩარ­თვა­ზე წინა კონ­ტრაქ­ტო­რის ჩა­სა­ნაც­ვლებ­ლად, რო­მელ­თა­ნაც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბით შე­წყდა.

NS