ბილ გეითსის ფონდი ევროპულ კომპანიებს „მწვანე“ ენერგეტიკის სფეროში დაეხმარება

ევროკომისიამ და ფონდმა Breakthrough Energy, რომლის თანადამფუძნებელია ბილ გეითსი, ხელი ახალ მემორანდუმს მოაწერეს.

მემორანდუმის მიხედვით, შეიქმნება საერთო საინვესტიციო ფონდი Breakthrough Energy Europe (BEE), რომელიც ევროპულ კომპანიებს დაეხმარება შეიმუშაონ და ბაზარზე გაიტანონ ენერგია, რომელიც განახლებადი წყაროებიდან არის მიღებული. ამის შესახებ ევროკომისიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.

„ჩვენ ვასრულებთ აღებულ ვალდებულებას მოვახდინოთ სტიმულირება სახელმწიფოებსა და კერძო სექტორს შორის ფინანსირებისთვის ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკის დარგში. ფონდი, რომლის საწყისი კაპიტალი 100 მილიონი ევროა, კონცენტრირებას მოახდენს იმ ტიპის ტექნოლოგიაზე, რომლებიც პოტენციურად შეუძლიათ შეამცირონ სათბური გაზების ატმოსფეროში გასროლა გრძელვადიან პერიოდში“, - აცხადებს ევროკომისარი სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების საკითხებში კარლუშა მუედაშა.

კოკა კვირკველია