15-17 ოქტომბერს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ორგანიზებით გაიმართა საბანკო კომიტეტის ტექნიკური შეხვედრა.აღნიშნულ შეხვედრის სპონსორებსა და მხარდამჭერებს შორის იყო პაშა ბანკიც - ღონისძიების პლატინის სპონსორი.
შეხვედრის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებმა და მოწვეულმა დელეგატებმა განიხილეს სავაჭრო ოპერაციებთან დაკავშირებული საკითხები, საბანკო კომიტეტის მუშაობის ეფექტიანობა და საფინანსო სექტორში არსებული სხვა მნიშვნელოვანი თემები.
“ჩვენთვის დიდი პატივი იყო თბილისში, ევრაზიის ცენტრალურ ქალაქში საბანკო კომიტეტის ტექნიკური შეხვედრის მასპინძლობა. აღნიშნული ღონისძიების წარმატებას დიდწილად შეუწყო ხელი პაშა ბანკის და სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო სპონსორის და პარტნიორის მხარდაჭერამ.” - განაცხადა ფადი ასლიმ, საქართველოს საერთაშორისო პალატის თავმჯდომარემ.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი საქართველოში არის უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს 6.5 მილიონ ბიზნეს ორგანიზაციასა და 12.000 სავაჭრო პალატას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა რეგულარულად კონსულტაციებს გადის გლობალურ დონეზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: G8, G20, მსოფლიო ბანკი, WTO, WCO და UN. საქართველოში, საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი და ყველაზე გავლენიანი ბიზნესორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 350-ზე მეტ კორპორატიულ წევრს, ახალგაზრდული პროექტის სტუდენტებს, 28 ბიზნეს და არასამთავრობო ორგანიზაციას.