ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტი 16 ოქტომბერს აღკვეთეს.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, ზ.ხ-ის კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული (32 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს“, – აცხადებენ სამსახურში.
მათივე განცხადებით, საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს ფარცხანაყანევის განყოფილებას გადაეცა.