რიჩარდ ნორლანდი: შავი ზღვა ხდება სულ უფრო მზარდი სატრანსპორტო კორიდორების სივრცე

შავი ზღვა ხდება სულ უფრო მზარდი სატრანსპორტო კორიდორების სივრცე და ეს არ არის გასაკვირი, ვინაიდან ეს დაკავშირებულია ახალ აბრეშუმის გზასთანაც.

ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ფოთში განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე საინჟინრო გემთსარემონტო სახელოსნოსთვის საჭირო ტექნიკისა და მცურავი საშუალებების ამწის გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი შედგა.

"შავი ზღვა ხდება სულ უფრო მზარდი სატრანსპორტო კორიდორების სივრცე და ეს არ არის გასაკვირი, ვინაიდან, ეს დაკავშირებულია ახალ აბრეშუმის გზასთანაც. პარასკევს, საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროპასთან, მაგრამ ამავე დროს უფრო ახლოს მოიყვანს ევროპასაც შავი ზღვის რეგიონის ამ ნაწილთან, რასაკვირველია, ასეთი ცენტრის არსებობა ხელს შეუწყობს, რომ სატვირთო გადაზიდვები უფრო უსაფრთხო გახდეს, და ასევე სავაჭრო გზებიც, რაც მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.