"კანადაში მარიხუანას ლეგალიზების შემდეგ ერთ დღეში გაყიდვებიდან შესულმა თანხამ 1,4 მლნ დოლარი შეადგინა"

კანადაში მარიხუანას ლეგალიზების შემდეგ პირველ დღეს ამ მსუბუქი ნარკოტიკის გაყიდვებიდან შემოსულმა თანხამ სულ მცირე 1,4 მილიონი დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ ტელეარხი Global News იუწყება.

მისივე ცნობით, 17 ოქტომბერს მარიხუანას გაყიდვებიდან შესული თანხის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ კანადის ხუთმა პროვინციამ წარადგინა. დანარჩენ 8 რეგიონში ამ მონაცემების გამოქვეყნებისგან თავი შეიკავეს.

მხოლოდ ზემოაღნიშნულ ხუთ პროვინციაში 17 ოქტომბერს 1,8 მილიონი კანადური დოლარის (1,4 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების მარიხუანა გაიყიდა.

შეგახსენებთ, რომ 17 ოქტომბრიდან კანადაში მარიხუანას მოყვანა, შენახვა და მოხმარება ლეგალური გახდა.