პროექტი „მეტრა პარკი ბაგები“ მომხმარებელს ნაკლებად დაბინძურებად, წყნარ, მწვანე გარემოში ცხოვრებას სთავაზობს

პროექტი „მეტრა პარკი ბაგები“ მომხმარებელს ხეებით გარშემორტყმულ, ქალაქში ყველაზე ნაკლებად დაბინძურებად, წყნარ, მწვანე გარემოში ცხოვრებას სთავაზობს, - ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, კომპანიაში შექმნილია სპეციალური სამსახური, რომლის სპეციალისტები ყოველდღიურად უვლიან პარკში არსებულ ნარგავებს, ასუფთავებენ რეკრეაციულ ზონებს და ზრუნავენ გამწვანებაზე.

„მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალაქების მცხოვრებელია და ქალაქელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ეს პირდაპირ ზემოქმედებს ქალაქში მცხოვრებთა ჯანმრთელობასა და ცხოვრების დონეზე.

თანამედროვე ქალაქი უამრავ გამოწვევასთან, საინტერესო და აქტიურ ცხოვრების ტემპთან ერთად „გვთავაზობს“ ხმაურს, დაბინძურებას, სტრესსა და დაღლას, რაც თავისთავად უარყოფითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე.

თანამედროვე მკვლევარები აქტიურად ცდილობენ შეისწავლონ ის პრობლემები, რომელსაც დღევანდელი ურბანული ცხოვრება იწვევს. როგორც კვლევებმა აჩვენა, ის მენტალური დაავადებების რისკს 21%-დან 39%-მდე ზრდის. ამის საპირისპიროდ, ბრიტანული 17-წლიანი კვლევის მიხედვით, ურბანულ ტერიტორიებში გამწვანებული არეალები, რომლებიც სიმშვიდით და ხმაურის ნაკლებობით გამოირჩევიან, მოსახლეობაში კეთილდღეობის დონეს ცალსახად ზრდის.

„ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ისეთ ურბანულ გარემოში ცხოვრება, რომელიც მწვანე საფარით მდიდარია, ადამიანზე პოზიტიური იმპულსების მომტანია“, - ამბობს ბრიტანელი მკვლევარი მეთიუ ვაითი.

სწორედ ამიტომ, დღეს სულ უფრო მოთხოვნადია საცხოვრებლად მშვიდი, ჯანსაღი და მწვანე გარემოს შერჩევა. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ სტრესი, დაძაბულობა, ჯანმრთელობის გაუარესება, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელიც მაღალი და უსიამოვნო ხმებისგან დაგვიცავს. გასათვალისწინებელია ის, რომ არქიტექტურა ეხმიანება ადამიანთა საჭიროებებს და მსოფლიოს გარშემო, სულ უფრო მეტი მშვიდი, ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი ადგილები იქმნება.

საქართველოში, თავისი არსითა და ფუნქციურობით, შესაძლებელია პროექტ „მეტრა პარკი ბაგების“ გამორჩევა. პროექტი დღევანდელობიდან გამოწვეული მწვავე პრობლემების გადაწყვეტას გვთავაზობს. „მეტრა პარკის“ საცხოვრებელი კომპლექსი შექმნილია ხეებით გარშემორტყმულ, ქალაქში ყველაზე ნაკლებად დაბინძურებად, წყნარ, მწვანე გარემოში. მაქსიმალურადაა შენარჩუნებული ადგილობრივი ეკოსისტემა და ამასთან, მოწყობილია დასასვენებლი პარკები, სტადიონები, რათა მცხოვრებლებმა ყოველდღიურად შეძლონ, როგორც ფიზიკური, ისე მენტალური გაჯანსაღება და ძალების აღდგენა. კომპანიაში ათვიცნობიერებენ, რომ მხოლოდ მშვიდი ადგილის შექმნა არაა საკმარისი და საჭიროა მისი მოფრთხილება და დაცვა. შექმნილია სპეციალური სამსახური, რომლის სპეციალისტები ყოველდღიურად უვლიან პარკში არსებულ ნარგავებს, ასუფთავებენ რეკრეაციულ ზონებს და ზრუნავენ გამწვანებაზე.

ალბათ, ასეთი ჯანსაღი მიდგომა, ზრუნვა და მოფრთხილება სწორედ ისაა, რაც დღევანდელ ადამიანს სჭირდება, მშვიდ გარემოში ცხოვრებისთვის“, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.