ამერიკელი ბიზნესმენები: სატარიფო ომი თვეში 1.4 მილიარდი დოლარი გვიჯდება

ამერიკელ ბიზნეს ჯგუფების კოალიცია, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკას ეწინააღმდეგება, ახალ სარეკლამო კამპანიას იწყებს.

მისი მიზანი, ამომრჩევლებისთვის საშუალედო არჩევნების წინ იმის თქმაა, რომ ტრამპის პოლიტიკა ამერიკელ ბიზნესმენებს თვეში 1.4 მილიარდი დოლარი უჯდებათ.

ჯგუფის გამოთვლები აჩვენებს, რომ შტატ მიჩიგანში, სადაც არჩევნები გაიმართება, აგვისტოში ტარიფები წინა აგვისტოსთან შედარებით, გასამმაგდა. გაორმაგება დაფიქსირდა ტექსასში, ილინოისში, ასევე დასავლეთ ვირჯინიაში. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტარიფების ზრდამ 45 პროცენტი შეადგინა. ამასთან, კოალიცია თვლის, რომ ტარიფების ომის შედეგები ეკონომიკაზე სრულად ჯერ არ ასახულა.

„ეს ტარიფები ამერიკელ ბიზნესმენებს და მომხმარებლებს კისერზე აწევს. მათ სხვა ქვეყნები არ იხდიან. მათ აქ, სახლში ვიხდით“, - ამბობს ჯგუფ „ტარიფები აზიანებს ქვეყნის შუაგულს“ პრესმდივანი ენჯელა ჰოფმანი.

ქვეყნის შუაგული მოიცავს შტატებს - ოჰაიოს, პენსილვანიას, ილინოისს, ინდიანას და ტენესის. ჯგუფი კონგრესის იმ წევრებზეა ფოკუსირებული, რომლებიც სწორედ ამ შტატებიდან არიან. ჯგუფმა ასევე წამოიწყო ციფრული სარეკლამო კამპანია, რომლის მიზანიც, ტრამპის ადმინისტრაციის დადანაშაულებაა იმაში, რომ ისინი ქვეყნის ბიზნესმენების და მომხმარებლების ინტერესებს არ ითვალისწინებენ.

კონგრესში შუალედური არჩევნები 6 ნოემბერს გაიმართება და მასში ბიზნეს კოალიცია, ოპოზიციის მხარეს იკავებს. ამერიკის 100-ზე მეტი ბიზნეს ჯგუფის კოალიცია სექტემბერში ჩამოყალიბდა და მის მიზანს, ტრამპის სატარიფო პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაა. ამ ჯგუფებში ისეთი გიგანტი ორგანიზაციები და კომპანიებია გაერთიანებული, როგორებიცაა ამერიკის ნავთობის ინსტიტუტი, საცალო ვაჭრობის ლიდერთა ასოციაცია, რომელიც აერთიანებს კომპანიებს - „ტარჯეტს“ და „ავტოზონს“, ასევე ნავთობგიგანტები, „ექსონ მობილი“ და „შევრონი“.