მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, არ შეცვლილა.
კერძოდ, 2018 წლის იანვარ-აგვისტოში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მსგავსად, გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 25,5 მილიონი ტონა შეადგინა.
სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა კი წინა წელთან შედარებით 7,2 მლნ მგზავრით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში 252,3 მლნ მგზავრის გადაყვანა მოხდა; 2017 წლის იანვარ-აგვისტოში კი ეს ციფრი 245,1 მლნ იყო.
2018 წლის იანვარ-აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 10,7 მლნ ტონიდან 10,1 მილიონ ტონამდე შემცირდა.
ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 43,008 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში 291,215 კონტეინერი, 2017 წლის ამავე პერიოდში კი 248,207 კონტეინერი გადამუშავდა.