ელექტროავტომობილები ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადს არ გადაიხდიან

ელექტროავტომობილები ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადს არ გადაიხდიან. ამის შესახებ, თბილისის მერმა კახა კალაძემ „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ზონალური საათობრივი პარკირების სისტემა 2019 წლიდან რამდენიმე ცენტრალურ უბანში ამოქმედდება. როგორც კალაძემ აღნიშნა, ყველა რაიონში, ყველა უბანში პარკირების განსხვავებული ტარიფი იქნება.

„მუნიციპალურ საპარკინგე ადგილებზე იქნება სპეციალური უფასო სადგომები მათთვის გამოყოფილი, სადაც სხვა ავტომობილებს დაყენების უფლება არ ექნებათ,“-აღნიშნა კალაძემ.