კომპანია Coca-Cola-ს ახალ პრეზიდენტად და მთავარ საოპერაციო დირექტორად ბრაიან სმიტი აირჩიეს.
ის მოვალეობას 2019 წლის 1-ლი იანვრიდან შეუდგება. შესაბამისი განცხადება კომპანიის ვებ-გვერდზეა განთავსებული.
მისი წინამორბედი ამ პოსტზე ჯეიმს ქვინსი ამჟამად კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობაზეა და მის დაქვემდებარებაში იმუშავებს ბრაიან სმიტი. სმიტის მიმართულება იქნება კომპანიის მიმდინარე ოპერაციები, სტრატეგიები და პარტნიორებთან ურთიერთობები. ქუინსი კი მოახდენს კონცენტრირებას კომპანიის გრძელვადიან სტრატეგიაზე.
ბრაიან სმიტმა Coca-Cola-ში მუშაობა 1997 წელს დაიწყო. სხვადასხვა დროს ის იყო კომპანიის ლათინური ამერიკის განყოფილების, ევროპის განყოფილებისა და ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის განყოფილებების ხელმძღვანელი.
Сoca-Cola - მსოფლიოს უმსხვილესი უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანიაა. თავად ამ ბრენდის სახელწოდების მქონე სასმელის გარდა, ის ასევე აწარმოებს ისეთი ცნობილ სასმელებს, როგორებიცაა Fanta, Sprite, Bonaqua და სხვა რეგიონალური ბრენდები.
კოკა კვირკველია