Coca-Cola „ფორმულა 1“-ს დაასპონსორებს

Coca-Cola-მ და McLaren Racing-მა ხელი მოაწერეს სასპონსორო შეთანხმებას „ფორმულა 1“-ის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე.

როგორც Mediapost-ი წერს, ხელშეკრულება ძალაშია 2018 წლის ბოლომდე.

გამოცემის ინფორმაციით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა Coca-Cola-ს რეკლამირება „ფორმულა 1“-ის ბოლიდზე მოხდება. რეკლამა განთავსდება McLaren-ის ორ სარბოლო ბოლიდზე, ასევე პილოტების - ფერნანდო ალონსოსა და სტოფელ ვანდორმის და გუნდის სპეცეკიპირებაზე.

აღსანიშნავია, რომ „ფორმულა 1“-ში სპონსორობის გამოცდილება აქვს თავად Coca-Cola-ს კუთვნილ ბრენდს Burn-ს, რომელმაც 2013 წელს Lotus-თან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კოკა კვირკველია