წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული ოქროს საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ფ.გ-ის კუთვნილი ხელჩანთის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 42.88 გრამი) აღმოაჩინეს.

საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4,942.86 ლარი შეადგინა.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 4,942.86 ლარის ოდენობით შეეფარდა.