ამერიკულმა კომპანიამ Uber Technologies-მა საკუთარ ვებ-გვერდზე განათავსა ვაკანსია პოზიციაზე დრონით მომსახურების განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს.
ვაკანსიის აღწერილობაში წერია, რომ ტოპ-მენეჯერმა უნდა შეიმუშაოს სქემა უკვე მომავალი წლისთვის და 2021 წლიდან აღნიშნული სერვისი ერთდროულად რამდენიმე ბაზარზე აამოქმედოს. WSJ-ის მიერ ინფორმაციის მოთხოვნის შემდეგ კი აღნიშნული ინფორმაცია საიტიდან მოხსნეს.
ექსპერტების აღნიშნავენ, რომ Uber-ი ემზადება აქციების პირველადი განთავსებისთვის ბაზარზე- IPO-სთვის, რომლის ფარგლებშიც კომპანია შესაძლოა, შეფასდეს 120 მილიარდ დოლარად. დამატებითი მომსახურების გახსნა კი მის ღირებულებას კიდევ უფრო გაზრდის.
ექსპერტების განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ ამ სფეროში ჯერ რეგულაციებიც კი არ არის მიღებული, კომპანიის მიერ დაანონსებული პროექტი ნაჩქარევია და ის Uber-ის მიერ დაანონსებული დროისთვის ვერ ამოქმედდება.
კოკა კვირკველია