იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში წყალბადის ენერგიაზე, როგორც ეკოლოგიურად სუფთა წყაროზე, კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ორგანიზაციებმა მსოფლიოს 20 ქვეყნიდან.
კონფერენციის დასკვნით განცხადებაში წერია, რომ სამომავლოდ აუცილებელია შემუშავდეს საერთაშორისო ნორმები წყალბადის შემუშავებისთვის, როგორც საწვავისა და გამოყენებისთვის ენერგეტიკაში. საუბარი შეეხო ასევე წყალბადგასამართ სადგურებზე უსაფრთხოების და ეფექტიანობის უზრუნველყოფას.
იაპონია ამ დარგში მსოფლიო ლიდერად მიიჩნევა და აპირებს ძირითადი როლის შესრულებას მსგავსი მარეგულირებელი სისტემის შექმნაში. ამ ქვეყანაში უკვე აწარმოებენ მსუბუქ ავტომობილებს და ავტობუსებს, რომლებიც მუშაობენ წყალბადზე. მათ მოქმედებაში მოჰყავთ მექანიზმი ავზიდან წყალბადის ატმოსფერულ ჟანგბადთან შეერთების დროს. ამ დროს კი, როგორც გვერდითი ეფექტი, გამოიყოფა მხოლოდ ორთქლი.
ჯერ კიდევ 2017 წელს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ მკაფიოდ დაისახა მიზნად შემცირდეს მის ქვეყანაში ტრადიციულ საწვავზე დამოკიდებულება და იაპონია სულ უფრო მეტად გადავიდეს ეკოლოგიურად სუფთა წყალბადის საწვავზე. ამისთვის კი გეგმის თანახმად, 2020 წლისთვის დაგეგმილია იაპონიაში სულ ცოტა 40 ათასი მსგავსი საწვავის მომხმარებელი სატრანსპორტო საშუალების გამოჩენა.
უკვე 2030 წლისთვის იაპონია გეგმავს ამ ტიპის ავტომობილების 800 ათასამდე გაზრდას. ამისთვის კი აპირებს სულ მცირე, სამჯერ მაინც შემცირდეს ამ ტიპის ავტომობილებზე ფასი და დავიდეს 18 ათას დოლარამდე. ხელისუფლება გეგმავს ასევე ოთხჯერ გაზარდოს წყალბადგასამართი სადგურების რაოდენობა. მომავალი 10 წლის განმავლობაში ასეთი 320 სადგურის გახსნა იგეგმება.
კოკა კვირკველია