რა ღირს სავალუტო ჯიხურებში დოლარი და ევრო

სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვა-გაყიდვა მოქალაქეებს 2.67-2.71 ლარის ფარგლებში შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა-გაყიდვა 3.08-3.12 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს დოლარისა და ევროს მიმართ.

11:15 საათის მონაცემებით, საბურთალოს რაიონში მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.695-2.705 ლარის ფარგლებში შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.69–2.697 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს ყიდვა კი 3.1- 3.11-ლარის ფარგლებში, გაყიდვა კი 3.08-3.1 ლარად შეგიძლიათ.

თავისუფლების მოედანის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ დოლარს 2.71 ლარად შეიძენთ, გაყიდვით კი 2.67-2.68 ლარად გაყიდით. ამავე ტერიტორიაზე ერთი ევროს ყიდვა მოქალაქეებს 3.11-3.12 ლარად შეუძლიათ, სავალუტო ჯიხურები კი - 3.08 ლარად იბარებენ.

წერეთლის გამზირზე კი - ერთ დოლარის შეძენას მოქალაქეები 2.707-2.71 ლარად შეძლებენ, გაყიდვით კი 2.695- 2.697 ლარად გაყიდიან. ამავე ტერიტორიაზე ერთი ევროს ყიდვას 3.11 ლარად შეძლებთ, სავალუტო ჯიხურები კი - 3.09 ლარად იბარებენ.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6951 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1013 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.