Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:19 საათზე ერთი დოლარი 2,70 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.6950 კურსით დაიწყო.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6951 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1013 ლარია.
ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.