Ford-ი მეტალზე მაღალი ფასის გამო უკმაყოფილოა

ამერიკის პრეზიდენტის მიერ იმპორტირებულ რკინასა და ალუმინზე დაწესებული გაზრდილი საბაჟო ტარიფების გამო ამერიკის ავტომწარმოებლებს ამ მეტალების შესყიდვა ძვირად უწევთ და შესაბამისად, მათი დანახარჯები გაიზარდა.

ამის შესახებ საავტომობილო კომპანიაში Ford Motor Co. აცხადებენ.

„მეტალი აშშ-ში იმაზე ძვირია, ვიდრე სადმე მსოფლიოში“, - განაცხადა კომპანიის გლობალური ოპერაციების ხელმძღვანელმა ჯო ჰინდრიქსმა.

ტოპ-მენეჯერის განცხადებით, ავტომწარმოებელი ამ საკითხს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან განიხილავს. „ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ გვჭირდება კონკურენტული ფასები ჩვენს ბაზარზე, რათა კონკურენტუნარიანები ვიყოთ დანარჩენ ბაზრებზე“, -აცხადებს ის.

საბაჟო ტარიფების გამო Ford-ის შემოსავლები უკვე 1 მილიარდი დოლარით შემცირდა. ამის შესახებ სექტემბერში კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯიმ ჰეკეტმა განაცხადა.

კოკა კვირკველია