თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ავტობუსების დაგვიანებით გადაადგილებას საცობებით ხსნიან.სწორედ აღნიშნული მიზეზი დაუსახელეს „ინტერპრესნიუსს“ მოქალაქეების ნაწილის პრეტენზიაზე კომენტირებისას.
დედაქალაქის მცხოვრებლების ნაწილის ინფორმაციით, ავტობუსს გაჩერებებზე 40 წუთი -1 საათის განმავლობაში ელოდებიან. „17:20 საათიდან ველოდებოდი რუსთაველის გამზირზე 33 ნომერ ავტობუსს. დაახლოებით, 50-წუთიანი ლოდინის შემდეგ, იძულებული გავხდი ტაქსით მესარგებლა“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“.
„მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორაზე არის საცობი, რის გამოც, კონკრეტულად 33 ნომერი ავტობუსი ვერ ახერხებს ბარათაშვილის ხიდამდე გადაადგილებას და უკან დაბრუნებას. რამდენიმე ავტობუსში საცობშია. ავტობუსების რაოდენობა კონკრეტულ ხაზზე შემცირებული არ გვაქვს, ასევე არც ერთი ავტობუსი დაზიანებული და გაჩერებული არ არის“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპნიაში.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეფერხებით მუშაობის გამო „ინტერპრესნიუსს“ რამდენიმე მოქალაქემ მიმართა.